თორნიკე სხიერელი

თორნიკე სხიერელი - დაიბადა 1989 წლის 13 ნოემბერს თბილისში. ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, რეგენტრი, ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი, რომლის მუშაობა და აქტიურობა ფოკუსირებულია ქართული ხალხური მუსიკის აღდგენასა და პოპულარიზაციაზე. მისი შემოქმედების ისტორია და მიღწევები აღწერს მის დამსახურებას ფოლკლორულ სფეროში.
სხიერელები რაჭაში მომღერალი გვარია, მისი სიმღერისადმი სიყვარული, საოჯახო ტრადიციიდან მოდის, ის პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული ამ სფეროთი და დიდ დროს ატარებდა სოფლის მომღერლებთან, სწორედ მათგან შეისწავლა ზეპირი ტრადიციით მათი უძველესი და უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები, სიმღერის სტილი და სასიმღერო ლექსიკა.
თორნიკეს ლოტბარობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს:
განათლება და კარიერა:
- 2006 წელს დაამთავრა ონის საჯარო სკოლა.
- 1996-2005 წწ. მღეროდა ლოტბარ შალვა ჯაფარიძის ანსამბლში "ბიჭუნეები".
- 2008-2012 წლებში მღეროდა ანსამბლ ლაშარში (ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი).
- 2013 წელს - დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, აკადემიური კვალიფიკაცია: საეკლესიო მუსიკის ბაკალავრი (სახელოსნოს ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე). საეკლესიო გუნდის რეგენტი, ხალხური სიმღერის ლოტბარი.
- 2008-2016 წლებში მუშაობდა ფოლკლორის ეროვნულ სკოლასა და ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში ხალხური სიმღერის პედაგოგად.
- 2009 წლიდან დააფუძნა და დღემდე ხელმძღვანელობს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს "ძირიანი".
- 2009-2013 წლებში გალობდა წმიდა ნიკოლოზისა და დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში.
- 2009-2013 წლებში განახორციელა ხუთი ექსპედიცია რაჭის რეგიონში. შეაგროვა დიდძალი ფოლკლორული მასალა და დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.
- 2010 წელს გახდა ფოლკლორის ეროვნული პრემიის სტიპენდიანტი.
- 2013 წელს, ქართული ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებლობაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტისაგან დაჯილდოვა მედლით და სიგელით, "სამოქალაქო თავდადებისათვის".
- 2013-2024 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ ,,სახიობა’’-ში (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე-დავით აბრამიშვილი).
- 2016-2018 წლებში დააფუძნა ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შემსწავლელი ბავშვთა სტუდია "მომავლის ხმები".
- 2016-2019 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის გუნდს ,,ლემადე’’.
- 2016 წლიდან დღემდე არის ონის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტ კონსულტანტი.
- 2017 წელს კავკასიის უნივერსიტეტში იყო მიწვეული გუნდის ხელმძღვანელად.
- 2019 წელს მუშაობდა ცნობილ ეთნომუსიკოლოგთან სიმჰა არონი.
- 2022-2024 წლებში ხელმძღვანელობდა სახალხო ანსამბლს ,,საგალობელი’’.
- 2024 წელს სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯში, მიწვეული იყო ლექტორად.
- 2024 წლიდან მუშაობს ლოტბარად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდთან.
- თორნიკე შესანიშნავად უკრავს ქართულ ხალხურ საკრავებზე (ჭიანური, ფანდური, ჩონგური, გარმონი, დაირა, სტვირი, წიკოწიკო, ჩანგი) ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების უმრავლესობას თავადვე ამზადებს.
- შესწავლილი აქვს ტრადიციული შემსრულებლობისათვის დამახასიათებელი ცეკვა, სიმღერა, ფერხულები.
- თორნიკე ქართული ხალხური სიმღერა-გალობით დაინტერესებულთათვის ინტენსიურად მართავს მასტერკლასებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
მიწვევები-მასტერკლასები
2016 წლიდან, მან გახსნა საოჯახო სასტუმრო „ფოლკლორული სახლი“ რაჭაში, ონში, სადაც სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ფოლკლორულ ტურებსა და მასტერკლასებში. მისი საქმიანობა მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის, მისი დიალექტების, ტრადიციული საშემსრულებლო ფორმების, სასიმღერო ლექსიკის და ცეკვის შესწავლას. ასევე, სასტუმროს ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილოება მიიღონ ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში, მოინახულონ რაჭის სოფლები და გაეცნონ ქართული კულტურის უნიკალურ ელემენტებს.
ფოლკლორული ტურები, არამხოლოდ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს დაინტერესებულთ, არამედ ეხმარება სტუმრებს, იმ უნიკალური ტრადიციების უკეთ გაცნობაში, რომელიც რაჭას და მთლიანად საქართველოს გააჩნია.
- 2017 წელი - ინგლისი, ლონდონი
- 2018 წელი - საფრანგეთი, ნორმანდია
- 2018 წელი - შვეიცარია, ჟენევა
- 2018 წელი - საფრანგეთი, პარიზი
- 2019 წელი - ინგლისი, ლონდონი
- 2019 წელი - ინგლისი, ოქსფორდი
- 2023 წელი - ხორვატია, ზაგრები
- 2024 წელი - გერმანია, დრეზდენი
- 2024 წელი - გერმანია, ჰამბურგი
- 2024 წელი - ფინეთი, ჰელსინკი
- 2024 წელი - საფრანგეთი, პარიზი
- 2025 წელი - გერმანია, დრეზდენი
- 2025 წელი - გერმანია, ჰამბურგი
- 2025 წელი - გერმანია, ბერლინი
- 2025 წელი - გერმანია, ფრაიბურგი
- 2025 წელი - საფრანგეთი, პარიზი
- 2025 წელი - საფრანგეთი, ნორმანდია
სიახლეები
ზაფხულის ვორქშოპები

გეპატიჟებით ფოლკლორულ ტურზე რაჭაში!
გაეცანით საქართველოს, ამ ულამაზესი კუთხის, არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, შეიტყვეთ მეტი მისი ტრადიციების, მუსიკის, ცეკვისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ.
მთავარი ინფორმაცია:
მდებარეობა, ქ. ონი, საოჯახო სასტუმრო ,,ფოლკლორული სახლი“.
მასპინძელი: თორნიკე სხიერელი – ტურის ორგანიზატორი, რაჭული ფოლკლორის მკვლევარი და შემსრულებელი.
ხანგრძლივობა: 6 დღე (გამგზავრება მე-7 დღეს, საუზმის შემდეგ).
სტუმარი: მინიმუმ 5, მაქსიმუმ 15.
პროგრამა:
სწავლება: ყოველდღიურად 5-საათიანი სესიები, სადაც შეისწავლით ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს.
• ადგილობრივი კულტურის გაცნობა:
• შეხვედრები რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ადგილობრივ მომღერლებთან და მათთან ერთად სიმღერა.
• ანსამბლ „ძირიანი“-ს (ეწვიეთ ანსამბლის ვებსაიტს) წევრებთან შეხვედრა და ერთად სიმღერა.
• ექსკურსიები: ტური რაჭის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებში, სადაც გაეცნობით რეგიონის მდიდარ ისტორიასა და არქიტექტურას.
• კულინარიული მასტერკლასი: ტრადიციული რაჭული კერძების დამზადების სწავლა, დამზადებული კერძების დაგემოვნება.
• ღვინის ტური: ადგილობრივი ვენახებისა და მარნების მონახულება, სადაც დააგემოვნებთ ცნობილ რაჭულ ღვინოებს, როგორიცაა ხვანჭკარა და უსახელოური.
• ტრადიციული ინსტრუმენტების გაცნობა: შეისწავლით და დაუკრავთ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე: ჭიანური, გუდასტირი,წიკოწიკო და დაირა.
• ტურის ღირებულება: 1000€ (გადახდის პირობა - 50% წინასწარ, მეორე ნახევარი ადგილზე).
• ფასში შედის: ტრანსპორტირება: თბილისი–ონი–თბილისი, ან ქუთაისი–ონი–ქუთაისი (მხოლოდ ჯგუფებისთვის).
• შიდა ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციებზე.
• მუზეუმების, ღვინისა და კერძების დეგუსტაციის საფასური.
• ყოველდღიური სიმღერის მასტერკლასი, თორნიკე სხიერელთან (5 საათი დღეში).
დამატებითი ინფორმაცია და ჯავშნები: ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და დასაჯავშნად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი
საკონტაქტო საშუალებებით:
• ტელეფონი: +995 555210781 ელ. ფოსტა: contact@georgianfolkwithtornike.com
• შეჯამება: გაეცანით რაჭის უნიკალურ კულტურას, ისწავლეთ ტრადიციული სიმღერები და ცეკვები, დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და ღვინოები. ეს ტური უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნოთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კულტურის მქონე რეგიონში და შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები. გელით რაჭაში!
მასტერკლასები
ვორქშოპები
ექსპედიციები
გალერეა
რას ამბობს
ხალხი ჩემზე
- შეფასებები
- შეაფასე
Enchanté
I’ve taken part in several of his workshops, and every time you come away with the desire to sing his songs with your band on top of a montain. A great listener, a great teacher, I hope we’ll meet again soon !

დამირეკეთ
+995 555 21 07 81
